• 22-01-2024
    სანჩო: "როისი მეუბნებოდა, რომ დორტმუნდში დავბრუნებულიყავი"
    სანჩო: "როისი მეუბნებოდა, რომ დორტმუნდში დავბრუნებულიყავი"

    როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის "ბორუსიაში" გაანათხოვრა. ინგლისელმა შემტევმა თავის ძველ-ახალ გუნდში უკვე ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც თავი 1 საგოლე გადაცემითა და 1 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

    23 წლის ფეხბურთელმა "შავ-ყვითლების" ოფიციალურ იუთუბ-არხს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ "სიგნალ იდუნა პარკზე" დაბრუნება მას მარკო როისმა, გასული წლის ზაფხულში შესთავაზა, როცა "ემიუ" და "ბორუსია" ერთმანეთს ლას ვეგასში, ამხანაგურ მატჩში (2:3) დაუპირისპირდნენ.

    "ვეგასში როისმა მითხრა, რომ დორტმუნდში დავბრუნებულიყავი. ეს შიდა ინფორმაციაა. "როდესაც მზად იქნები, მე აქ ვარ, ძმაო," - მითხრა მან. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ სადმე რამე არ გამომივიდოდა, "ბორუსია" იქნებოდა ის ადგილი, რომელსაც მე ვიცნობ და იქაც ყველამ ყველაფერი იცის ჩემზე. ფეხბურთელები მხარში მიდგანან.

    ბედნიერება, სიამოვნება, მხიარულება და ენერგია. ეს არის სიტყვები, რომლებიც ჩემთვის "დორტმუნდთან" ასოცირდება.

    BVB მუდამ იქნება ჩემი ნაწილი და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, მას ყოველთვის ექნება ჩემს გულში ადგილი. "მანჩესტერში" წასვლის მერე კონტაქტს უმეტესად მარკოსთან (როისი) და ჯეიმისთან (ბინოე-გიტენსი) ვინარჩუნებდი. მე და ჯეიმი ორიველონდონიდან ვართ, ამიტომ ჩვენ კომუნიკაცია არ გაგვიწყვიტავს," - თქვა სანჩომ.

    შეგახსენებთ, რომ ჯეიდონი "წითელმა ეშმაკებმა" 2021 წელს შეიძინეს და "ბორუსიას" 75 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. სანჩომ "ოლდ ტრაფორდზე" მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, მიმდინარე სეზონის სტარტზე კი ერიკ ტენ ჰაგთან მოუხდა კონფლიქტი, რამაც მას გუნდის კარი ალბათ სამუდამოდ დაუკეტა.

    Facebook კომენტარები