• 10-09-2023
    "ლიონი" შეიძლება გატუზომ ჩაიბაროს
    "ლიონი" შეიძლება გატუზომ ჩაიბაროს
    Author of the article
    Aa

    ფრანგულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ლიონის "ოლიმპიკი" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჯენარო გატუზოს დანიშვნას განიხილავს.

    მართალია, ლორენ ბლანი კლუბს ჯერ არ გაუშვია, მაგრამ ლიგა 1-ში კატასტროფული სტარტი გვაფიქრებინებს, რომ ფრანგ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ. "ლიონს" 4 მატჩში 1 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.

    უკანასკნელ ტურში "ოლიმპიკი" "პარი სენ ჟერმენთან" გაცამტვერდა, ანგარიშით 1:4. უდიდესი ალბათობით, ეს ბლანის ბოლო მატჩი იყო გუნდის მესაჭის პოსტზე.

    Footmercato-ს ცნობით, გატუზოს გარემოცვასთან OL-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გამართავენ. აღსანიშნავია, რომ "ოლიმპიკის" აქციების უმეტესობის მფლობელს, ჯონ ტექსტონს გატუზოს აგენტ ჟორჟე მენდეშთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

    ცხადია, ჯენარო ერთადერთი კანდიდატი არაა. გაიჟღერა ხულიენ ლოპეტეგისა და ოლივერ გლასნერის გვარებმაც.

    "ოლიმპიკის" ჩაბარებაზე უკვე თქვეს უარი მარსელო გალიარდომ, გრემ პოტერმა და უილ სტილმა.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები