• 18-09-2023
    ოფიციალურად: იულიან დრაქსლერი "ალ აჰლიში" ითამაშებს
    ოფიციალურად: იულიან დრაქსლერი "ალ აჰლიში" ითამაშებს

    გერმანელმა შემტევმა იულიან დრაქსლერმა "პარი სენ ჟერმენი" დატოვა და კატარულ "ალ აჰლის" შეუერთდა. ინფორმაცია ორივე კლუბმა დაადასტურა.

    "კლუბი იულიანს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მისი კარიერის განმავლობაში," - ვკითხულობთ "პსჟ-ს" ოფიციალურ განცხადებაში.

    დრაქსლერი პარიზიდან კატარში წასული მესამე ფეხბურთელია. გასულ თვეებში მარკო ვერატიმ და ამადუ დიალომ მიაშურეს "ალ არაბის".

    შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელი "პსჟ-მ" 2017 წელს, "ვოლფსბურგიდან" შეიძინა. მან გუნდის მაისურით 190-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში ლისაბონის "ბენფიკაში" იყო განათხოვრებული.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები