• 05-10-2023
    2/10 - L'Equipe-მ მბაპე და "პსჟ" მიწასთან გაასწორა
    2/10 - L'Equipe-მ მბაპე და "პსჟ" მიწასთან გაასწორა
    Author of the article
    Aa

    "ნიუკასლ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა და მეტოქე გაანადგურა, ანგარიშით 4:1.

    "კაჭკაჭების" მხრიდან გოლები მიგელ ალმირონმა, დენ ბარნმა, შონ ლონგსტაფმა და ფაბიან შარმა გაიტანეს, "პსჟ-ს" რიგებში კი თავი ლუის ერნანდესმა გამოიჩინა.

    "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელების გუშინდელი თამაში ფრანგულმა L'Equipe-მ 10-ბალიანი სისტემით შეაფასა. დაწერილთაგან ყველაზე დაბალი ქულა, 2, სამ ფეხბურთელს - კილიან მბაპეს, რანდალ კოლო მუანისა და მარკინიოსს.

    L'Equipe წერს, რომ ეს კილიანის პარიზულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში გახლდათ. მან "ჯორდების" კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც 85-ე წუთზე.

    მბაპემ 10 დღის წინ კოჭი იტკინა და მიუხედავად იმისა, რომ "სენტ ჯეიმს პარკზე" ითამაშა, ფრანგული გამოცემა მის 100%-ით ოპტიმალურ კონდიციებში ყოფნაზე მაინც ეჭვობს. 24 წლის მეგავარსკვლავის კატასტროფული გამოსვლა შეიძლება ამ ფაქტორსაც დავუკავშიროთ.

    აქვე გეტყვით, რომ გონსალუ რამუშს, მანუელ უგარტესა და აშრაფ ჰაკიმის 3-3 ქულა დაუწერეს, უსმან დემბელესა და მილან შკრინიარის თამაში 4-4 ქულით შეფასდა, ხოლო გუნდში საუკეთესო ზაირ ემერი დასახელდა (6 ქულით).

    ედი ჰაუს "ნიუკასლი" სიკვდილის ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. რაც შეეხება "პსჟ-ს", ფანებისთვის ბოდიშის მოხდის საშუალება მათ 25 ოქტომბერს, "მილანთან" მატჩში შეეძლებათ.

    Facebook კომენტარები