• 18-06-2023
    "პსჟ" მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს ნიშნავს
    "პსჟ" მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს ნიშნავს
    Author of the article
    Aa

    L'Equipe ირწმუნება, რომ ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუის ენრიკეს დანიშვნას უახლოვდება.

    წყაროს თანახმად, პარიზელები 53 წლის სპეციალისტთან და იულიან ნაგელსმანთან მოლაპარაკებებს ერთდროულად აწარმოებდნენ. გერმანელმა "პსჟ-ს" ჩაბარებაზე უარი თქვა, ამიტომ კლუბი ახლა მთლიანად ლუჩოზე გადაერთო.

    როგორც ირკვევა, ენრიკე თავდაპირველად პარიზულ კლუბში მუშაობის პერსპექტივით დიდად მოხიბლული არ გახლდათ, თუმცა ნასერ ალ-ხელაიფმა და ლუის კამპოსმა მწვრთნელის გადარწმუნება მოახერხეს.

    მოლაპარაკებები იმ ეტაპზეა მისული, რომ "პსჟ" გუნდის ახალ დამრიგებლად ლუის ენრიკეს წარდგენას მომავალ კვირაშივე იმედოვნებს.

    გუშინ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლიგა ერთის ჩემპიონებმა "არსენალიდან" მიკელ არტეტას წაყვანა სცადეს. გაიჟღერა მარსელო გალიარდოსა და სერჟიო კონსეისაოს გვარებმაც, მაგრამ, როგორც ჩანს, საფრანგეთის დედაქალაქში ენრიკეზე შეჯერდნენ.

    ლუისს საკლუბო ფეხბურთში 2017 წლის შემდეგ არ უმუშავია. ბოლოს იგი ესპანეთის ნაკრებს ედგა სათავეში და "ფურია როხა" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები