• 15-03-2024
    ეს დაცინვას ჰგავს - როგორ ხელფასს უმზადებას ნაპოლი კვარაცხელიას
    ეს დაცინვას ჰგავს - როგორ ხელფასს უმზადებას ნაპოლი კვარაცხელიას
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

    კერძოდ, როგორც იწერება, "პარტენოპეი" ქართველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

    გავრცელებული ცნობებით, ნეაპოლელები ხვიჩასთვის ახალ ხელშეკრულებას წარუდგენენ, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო გახდება.

    რაც შეეხება ბონუსებს, 23 წლის შემტევის კონტრაქტზე ხელის მოწერისთვის 1 მილიონ ევროს მიიღებს, რის შემდეგაც ის "ნაპოლის" მოთამაშე 2029 წლამდე გახდება.

    მაშინ, როცა ვიქტორ ოსიმენის წლიური ანაზღაურება 8.7 მილიონ ევროს შეადგენს, ბუნებრივია, ხვიჩას ასეთი დაბალი ხელფასი გულშემატკივრებში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს.

    აქვე გეტყვით, რომ ქართველი "პარტენოპეიში" ყოველწლიურად 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

    Facebook კომენტარები