• 11-08-2023
    ცნობილია - რა თანხას ითხოვს "სევილია" ბონოს სანაცვლოდ
    ცნობილია - რა თანხას ითხოვს "სევილია" ბონოს სანაცვლოდ
    ავტორი
    Aa

    მადრიდის "რეალი" ტიბო კურტუას ერთ-ერთ შემცვლელად იასინ ბონოს განიხილავს.

    როგორც იწერება, სამწრთვნელო შტაბის ფავორიტი კანდიდატი სწორედ მაროკოელი მეკარეა.

    Marca-ს ინფორმაციით, თუ "სამეფო გუნდი" მის შეძენას გადაწყვეტს, ეს ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონი დაუჯდება.

    წყაროს ცნობით, ანდალუსიელები მის სანაცვლოდ სწორედ აღნიშნულ თანხას ითხოვენ.

    მადრიდელები ასევე მამარდაშვილისა და დე ხეას ვარიანტს განიხილავენ.

    Facebook კომენტარები