11-08-2023

როგორია მამარდშვილის "რეალში" გადასვლის შანსები - უახლესი ინფორმაცია ესპანურ მედიაში

ავტორი
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ტრავმირებული ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელგიელი ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო 2023/24 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს.
Marca-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" მის ნაცვლად "სევილიას" მეკარეს, იასინ ბონოს შეიძენს. ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალს" დავიდ დე ხეას, უგო ლორისის, კეპა არისაბალაგას და კეილორ ნავასის შეძენა შესთავაზეს, თუმცა "სამეფო კლუბმა" არჩევანი მაროკოელ მეკარეზე გააკეთა.
შეგახსენებთ, გუშინ El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალი" გიორგი მამარდაშვილის შეძენასაც განიხილავდა, "ღამურები" მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
ტეგები:
Facebook კომენტარები