• 09-05-2024
    ლეგენდების ნაკვალევზე - ბელინგემის უნიკალური შანსი
    ლეგენდების ნაკვალევზე - ბელინგემის უნიკალური შანსი

    მას შემდეგ, რაც ჯუდ ბელინგემმა მადრიდის "რეალის" მაისური მოირგო, ინგლისელი ფენომენალურ სეზონს ატარებს და 22 გოლითა და 10 ასისტით მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერია. 

    ახლა კი, როცა მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა, ინგლისელს აქვს შანსი ისეთი დიდებული მოთამაშეების რიცხვს შეუერთდეს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი არიან. 

    კერძოდ, ბელინგემს შანსი აქვს მადრიდის "რეალთან" ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საკუთარ სამშობლოში, "უემბლის" სტადიონზე მოიგოს, ისე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა თავიანთ ქვეყნებში შეძლეს. 

    შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის მოგება ლისაბონში 2014, ბეილმა კარდიფში 2017 და ბენზემამ პარიზში 2022 წლებში შეძლეს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები