• 28-01-2024
    "რომაში" მთავარ მწვრთნელად კლოპის დანიშვნა უნდათ
    "რომაში" მთავარ მწვრთნელად კლოპის დანიშვნა უნდათ
    Author of the article
    Aa

    "რომას" ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნა სურს, - იუწყება იტალიური გამოცემა, II Messagero.

    გერმანელმა სპეციალისტმა პარასკევს გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების მერე "ლივერპულს" დატოვებს. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კლოპი კარიერას, თუმცა, როგორც ჩანს, "ჯალაროსიში" სჯერათ, რომ მისი დათანხმება შეუძლიათ.

    "მგლებმა" სულ ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიოს მიუთითეს კარისკენ, ივნისამდე კი გუნდი დანიელე დე როსის ჩააბარეს.

    აქვე ვახსენოთ, რომ კლოპოს თქმით, 2024/2025 წლების სეზონში იგი არსად გეგმავს მუშაობას, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომაელები 56 წლის სპეციალისტისთვის აზრის შეცვლის იმედით არიან განმსჭვალულნი.

    ცნობისთვის, სერია ა-ს 21 ტურში "ჯალაროსის" 32 ქულა აქვს აღებული და მე-8 ადგილზეა.

    Facebook კომენტარები