• 14-07-2023
    კეინს "ბაიერნში" უნდა
    კეინს "ბაიერნში" უნდა
    Author of the article
    Aa

    The Telegraph იტყობინება, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელს, ჰარი კეინს კარიერის მიუნხენის "ბაიერნში" გაგრძელება უნდა.

    ბრიტანული ტაბლოიდის თანახმად, "დეზების" ხელმძღვანელობას ჰარიმ თავისი გადაწყვეტილება უკვე შეატყობინა. კეინის თქმით, იგი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, რადგან ბავარიულ გრანდში სურს თამაში.

    "ბაიერნმა" "სპურსს" 30 წლის ფორვარდში 85 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.

    "ალიანს არენის" ბინადრებისგან მალე განახლებული წინადადებაა მოსალოდნელი.

    როგორც ირკვევა, "ტოტენჰემი" ინგლისელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები