• 12-08-2023
    ოფიციალურად: ჰარი კეინი "ბაიერნის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ჰარი კეინი "ბაიერნის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნმა" ლონდონის "ტოტენჰემიდან" 30 წლის ცენტრფორვარდის, ჰარი კეინის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    ინგლისელმა ბავარიულ გრანდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბონუსების გათვალისწინებით, სატრანსფერო თანხამ შეიძლება 120 მილიონ ევროს უწიოს.

    ჰარი მიუნხენში გუშინ ჩაფრინდა და გუშინვე გაიარა სამედიცინო შემოწმებაც. არსებობს შანსი, მან დღეს გერმანიის სუპერთასზე, "რედ ბულ ლაიფციგის" წინააღმდეგ ითამაშოს.

    "ძალიან მოხარული ვარ, რომ "ბაიერნის" ნაწილი გავხდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ყოველთვის ვამბობდი, რომ სულ მინდოდა ჩემი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე დამემტკიცებინა. ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი ახასიათებს - აქ ყოფნა სასიამოვნოა," - თქვა ჰარიმ.

    შეგახსენებთ, რომ კეინს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი მომავალი წლის ივლისში ეწურებოდა.

    ჰარიმ "ტოტენჰემის" მაისურით პირველი გოლი 2011 წელს შეაგდო. "სპურსში" ჩატარებულ 435 შეხვედრაში მას 280 გოლი აქვს გატანილი. ალან შირერის რეკორდამდე, რომელიც პრემიერ ლიგაში გატანილ ყველაზე მეტ გოლს გულისხმობს, "დეზების" ცხრიანს სულ 48 შედეგიანი დარტყმა აშორებდა.

    Facebook კომენტარები