• 30-08-2023
    "ტოტენჰემი" "ბარსას" დაუკავშირდა - მოლაპარაკებები მიმდინარეობს
    "ტოტენჰემი" "ბარსას" დაუკავშირდა - მოლაპარაკებები მიმდინარეობს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემი" "ბარსელონას" ანსუ ფატის თაობაზე დაუკავშირდა, - იუწყება ფაბრიციო რომანო.

    იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "დეზებს" 20 წლის თავდამსხმელის 1-წლიანი იჯარით წაყვანა უნდათ. "ლურჯ-ბროწეულისფრები" "სპურსს" ფატის ხელფასის სრულად დაფარვას მოსთხოვენ.

    მოლაპარაკებები ახლა აქტიურად მიმდინარეობს.

    რომანოს თქმით, ფატი "ჩელსისაც" შესთავაზეს, თუმცა "არისტოკრატებს" ესპანელი შემტევის დამატების სურვილი არ გამოუხატავთ.

    შეგახსენებთ, რომ ანსუმ ლა ლიგის ახალ სეზონში სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თავი ჯერ ვერაფრით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები