ივს ბისუმა გაძარცვეს - წაღებულია 300 ათასი ევროს ღირებულების საათი ივს ბისუმა გაძარცვეს - წაღებულია 300 ათასი ევროს ღირებულების საათი » Footballnews ივს ბისუმა გაძარცვეს - წაღებულია 300 ათასი ევროს ღირებულების საათი
  • 03-06-2024
    ივს ბისუმა გაძარცვეს - წაღებულია 300 ათასი ევროს ღირებულების საათი
    ივს ბისუმა გაძარცვეს - წაღებულია 300 ათასი ევროს ღირებულების საათი

    ლონდონის "ტოტენჰემის" 27 წლის მალელი ნახევარმცველი, ივს ბისუმა გაძარცვეს.

    "მამლების" შუახაზელი არდადეგებს კანში ატარებდა. ძვირადღირებულ სასტუმროში იგი გვიან ღამით, მეგობარ გოგონასთან ერთად ბრუნდებოდა, როდესაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

    ბისუმამ ავტომობილი სასტუმროს წინ გააჩერა, შემდეგ კი მისკენ ორი ნიღბიანი პიროვნება დაიძრა.

    "სპურსის" შუახაზელმა თავშესაფრის მოძებნა სასტუმროში სცადა, თუმცა მას ცრემლსადენი გაზი შეასხეს. მძარცველებმა ივსს 300 ათასი ევროს ღირებულების საათი წაართვეს და ადგილიდან მიიმალნენ.

    გამოცდილი ფეხბურთელის ადვოკატი ბასტიან კაირე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

    ბისუმა "ტოტენჰემის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 28 მატჩში ითამაშა და თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.

    Facebook კომენტარები