• 18-04-2022
    ეროვნულ ლიგაში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება
    ეროვნულ ლიგაში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება

    ეროვნუი ლიგის მერვე ტური მეტად საინტერესო გამოდგა. თბილისის "დინამო" წყალტუბოს "სამგურალს" დაუხვდა. სტუმრებმა დედაქალაქელებს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს და ქულები დააკარგვინეს. მატჩი 0-0 დასრულდა.


    საინტერესო გამოდგა გორში გამართული შეხვედრა, სადაც ადგილობრივი "დილა" "თელავს" დაუხვდა. ანგარიში სტუმარმა კლუბმა, კერძოდ, ზურაბ თევზაძემ 62-ე წუთზე გახსნა, თუმცაღა ვაგნერ გონსალვეშის გოლით გორელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. 85-ე წუთზე კი ფრანცისკო მადინგას გოლმა "დილას" სამი ქულა მოუტანა. სათქმელია, რომ პირველ ნახევარში "თელავის" მოთამაშემ, ცოტნე კაპანაძემ ტვინის შერყევა მიიღო. იგი საავადმყოფოშ გადაიყვანეს, საბედნიეროდ, ახლა კარგადააა. აღნიშნული ინციდენტის გამო მატჩი 13 წუთით შეწყდა.


    უხვგოლიანი გამოდგა ბათუმის "დინამოსა" და "გაგრას" მატჩი. შავიზღვისპირელებმა მეტოქე 5-2 დაამარცხეს. გამოსარჩევია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ მატჩში დუბლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე ზურიკო დავითაშვილის დებიუტი ბათუმელთა მაისურით დღეს შედგა.


    სატურნირო ცხრის კვლავ ბათუმის "დინამო" ლიდერობს, მეორე "დილაა," ხოლო დედაქალაქური "დინამო" მესამე.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა