• 13-07-2023
    "სლოვანს" გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელად ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სურს!
    "სლოვანს" გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელად ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სურს!
    Author of the article
    Aa

    გიორგი ჩაკვეტაძის კარიერის ბრატისლავური ეტაპი დასრულდა. ქართველ ნახევარმცველს "სლოვანთან" საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და ბელგიურ "გენტში" დაბრუნდა, რომელიც მისთვის უკვე ეძებს ახალ კლუბს.

    "სლოვანში" ახლა ორი ქართველი დარჩა, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სახით, თუმცა მათი რიცხვი შეიძლება კვლავ სამამდე გაიზარდოს.

    სლოვაკური "პრავდას" ინფორმაციით, ვლადიმერ ვაისის გუნდმა თვალი "საბურთალოს" კაპიტანს, იური ტაბატაძეს დაადგა. 23 წლის ქართველს შეუძლია როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე გარემარბის პოზიციაზე თამაშიც.

    მიმდინარე სეზონში იურიმ "საბურთალოს" მაისური 16 მატჩში მოირგო, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

    რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, კლუბები, რომლებსაც იგი დაუკავშირეს, ფრანგული "მეცი" და თურქული "ტრაბზონსფორი" გახლდათ. გიორგის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

    Facebook კომენტარები