• 08-06-2023
    “როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია?” - თემურ ქეცბაიას განცხადება
    “როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია?” - თემურ ქეცბაიას განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს დაუპირისპირდება.

    24sport-თან ინტერვიუში კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ  ხვიჩა კვარაცხელიას და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა:

    “შიდა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ თამაში არცისე ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, თითოეული ნაკრები მსგავს სიტუაციაშია. რთული მატჩები გვაქვს და რამდენიმე მოთამაშე გვაკლია. თუმცა, მოსამზადებლად 10 დღე გვაქვს. იმედია, ამ დროის მანძილზე შესაბამისად შევძლებთ მომზადებას.

    საქართველოსთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული. ბევრჯერ მითქვამს, საქართველო ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ კვიპროსი ჩემთვის უცხო არ არის. დაახლოებით 30 წელია აქ ვცხოვრობ, კვიპროსელი ცოლი მყავს, ქალიშვილი კი ნახევრად კვიპროსელია. საქართველოსთან მარტივი თამაში არ გველოდება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ნაკრებში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა თამაშობს. მათ არაერთი წარმატებული ფეხბურთელი ჰყავთ.

    როგორი გეგმები გვაქვს კვარაცხელიას და ჰოლანის შესაჩერებლად? ერთი იტალიაში გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, მეორე კი ინგლისში. ცხადია, მათი კარგად დაცვა დაგვჭირდება, ისე რომ პრობლემები არ შეგვიქმნან.

    ეროვნული ნაკრები სულ იცვლება. ჩვენ თავის წარმოსაჩენად შანსს ვაძლევთ". - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

    ცნობისთვის, ქეცბაიას გუნდი ივნისში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. კვიპროსი 20 ივნისს ნორვეგიას დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები