• 08-06-2023
    გიორგი მამარდაშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
    გიორგი მამარდაშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 22 წლის კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს ბრწყინვალე სეზონის გამოუვიდა. ქართველი ლა ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გუნდის ერთადერთ ნათელ წერტილადაც ითვლებოდა.

    გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, Trofeo jugador 99.9 Plaza Radio-მ გიორგის “ვალენსიას” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცა.

    გიორგიმ გამოკითხვაში 32 ქულა აიღო და მეორადგილოსან სამუელ ლინოს 9 ქულით აჯობა.

    ცნობისთვის, აღნიშნული გამოცემა მესამე წელია რაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ავლენს. გასულ წლებში აღნიშნული პრიზი გონსალო გუედეშს ერგო.

    Facebook კომენტარები