• 08-06-2023
    იტალიაში ლუკა ლოჩოშვილის თამაში შეაფასეს
    იტალიაში ლუკა ლოჩოშვილის თამაში შეაფასეს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” სამწუხაროდ, სერია B-ში დაქვეითდა.

    Calcio Cremonese-მ გასულ სეზონში ლუკას თამაში შეაფასა:

    “მცველებს შორის ლოჩოშვილი საუკეთესოა. ზოგჯერ ცდება, თუმცა ყოველთვის ყურადღებიანია, არასდროს ნებდება და არაფერზე იხევს უკან. ამიტომაც, მას ხშირად ვხედავთ თავშეხვეულს, რაც ბრძოლისუნარიანობაზე მიგვითითებს”. - წერია სტატიაში.

    საგულისხმოა, რომ ლუკამ ზემოხსენებული სააგენტოსგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, რაც მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

    ცნობისთვის, ლუკა ლოჩოშვილმ გასულ სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები