08-06-2023
“მიქაუტაძემ თავი ამით დაგვამახსოვრა” - Ouest France-ს სტატია გიორგიზე
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ მაღალი დონის სეზონი ჩაატარა და ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიქცია.
Outest France-მა ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო გუნდი შეადგინა, სადაც ცხადია, გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.
ზაფხულში სერენიდან დაბრუნების შემდეგ, ის ყველაფერს იგებს. ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეს, გიორგი მიქაუტაძეს მეცის ლიგა 1-ში აღზევებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. გიორგი მიქაუტაძემ 23 გოლისა და 8 საგოლე გადაცემის გარდა, თავი დრიბლინგებითად დაგვამახსოვრა", - წერს Ouest France.
ცნობისთვის, 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები