• 17-07-2023
    "სევილია" დე ხეას დამატებაზე ფიქრობს
    "სევილია" დე ხეას დამატებაზე ფიქრობს
    Author of the article
    Aa

    ესპანური Fichajes-ის ინფორმაციით, "სევილია" 32 წლის გოლკიპერის, დავიდ დე ხეას დამატებაზე ფიქრობს.

    "დალაქების" ძირითად მეკარეს, იასირ ბონოს "პარი სენ-ჟერმენი" უმიზნებს. თუ მაროკოელს პარიზელთა მაცდური შეთავაზება დააკმაყოფილებს, "სანჩეს პისხუანის" ბინადრები გოლკიპერის გარეშე დარჩებიან. სწორედ ამიტომ განიხილავენ "დალაქები" დე ხეას დამატებას.

    ესპანელი მეკარე ხელფასის გვარიან შემცირებაზეც კი თანახმა იქნება, რათა ლა ლიგაში დაბრუნდეს.

    შეგახსენებთ, რომ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედი" იქ გატარებული 12 წლის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

    დავიდს უკავშირებენ თავის ყოფილ კლუბს, მადრიდის "ატლეტიკოს". გარდა ამისა, გაჟღერდა საუდის არაბული კლუბების სახელებიც.

    გამოცდილმა მეკარემ "წითელ ეშმაკებში" 545 მატჩი ჩაატარა. მან მანკუნიელთა კარი 190-ჯერ შეინახა მშრალად, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

    Facebook კომენტარები