29-04-2022

VIDEO- "გაგრამ" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "გაგრა" დინამო არენაზე გორის "დილას" დაუხვდა. მასპინძლები შეხვედრის პირველ ნახევარში გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე მათე კვირკვიამ გიორგი ვეკუას გადაცემით "გაგრა" დააწინაურა და საბოლოო ჯამში მატჩიც მოაგებინა.
ამ მომენტისათვის გორელები კვლავ მეორე ადგილს იკავებენ 19 ქულით, ხოლო "გაგრა" 14 ქულით მეექვსეა.
მომდევნო ტურში,3 მაისს "დილა" შინ ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდება. რაც შეეხება "გაგრას," ის "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები