• 02-05-2022
    "ფეხბურთელის სიდიადე მოედანზეც ჩანს" - "ნაპოლის" პრეზიდენტი ხვიჩაზე
    "ფეხბურთელის სიდიადე მოედანზეც ჩანს" - "ნაპოლის" პრეზიდენტი ხვიჩაზე

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონიდან კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ინფორმაცია ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა.


    გარდა ამისა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ DAZN-თან ქართველი გარემარბის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.


    "ფეხბურთელის სიდიადე მოედანზე ჩანს. ვიცით, რომ მიმდინარე სეზონში ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით, ამიტომაც, გული გვწყდება, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლომდე ვერ გავაგრძელეთ. 


    სეზონში დარჩენილი მიზნების მისაღწევად ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებთ, მომდევნო სეზონისთვის კი ვეცდებით, მაღალი დონის კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმნათ", - განაცხადა ჯუნტოლიმ.


    ცნობისთვის, ხვიჩა "ნაპოლისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ანაზღაურების სახით კი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა