• 24-07-2023
    MLS-ის გუნდი ლობჟანიძეს არ ეშვება! - რა თანხას ითხოვს “ჰატაისპორი” საბაში
    MLS-ის გუნდი ლობჟანიძეს არ ეშვება! - რა თანხას ითხოვს “ჰატაისპორი” საბაში

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, საბა ლობჟანიძე მშვენიერი სეზონი ჰქონდა.

    Transfer Merkezi-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, MLS-ის გუნდმა “ატლანტა იუნაიტედმა” საბა ლობჟანიძის სანაცვლოდ 1 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა.

    “ჰატასიპორმა” ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, თურქული გუნდი ქართველი გარემარბისგან მინიმუმ 1.5 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

    ცნობისთვის, საბა ამჟამად “ჰატაისპორთან” ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

    Facebook კომენტარები