• 08-05-2022
    VIDEO: "საბურთალომ" დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა
    VIDEO: "საბურთალომ" დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა

    ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა. ადგილობრივი "ტორპედო" "საბურთალოს" დაუხვდა. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა. გუნდებმა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა შინდაგორიძე გამოდგა. მისი წყალობით თბილისელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.


    ამ წუთისთვის ქუთაისური კლუბი მერვე ადგილს იკავებს 11 ქულით, ხოლო "საბურთალო" 21 ქულით მეოთხეა. მომდევნო ტურში თბილისელები შინ ბათუმის "დინამოს" დაუხვდებიან. რაც შეეხება "ტორპედოს," იგი "ლოკომოტივს" ესტუმრება.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა