როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამომ" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი "სპარტან ჰამრუნის" წინააღმდეგ გასვლაზე მარცხით დაიწყო.
თბილისურმა გუნდმა ბოლო წამზე წააგო, რასაც მწვრთნელის კრიტიკა მოჰყვა. გიორფი ჭიაბრიშვილმა არ დააყოვნა და ჟურნალისტებს დასმულ შეკითხვებზე პასუხი გასცა:
"რთული მატჩი გამოდგა. ეს პირველი თამაში იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ. მარცხის მიზეზებზე საუბარი, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან ბევრი რამ გაანალიზებული არ გვქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა"
"ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მთელი თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და არ გამომივიდა. ამიტომ შეხვედრა დავთმეთ. ვეცდები, თბილისური მატჩი სხვანაირად დავგეგმო, შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - გამაცხადა "დინამოს" თავკაცმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 3 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება.