• 28-07-2023
    "ვესტ ჰემი" მაკტომინეის ტრანსფერზე აღარ მუშაობს - "ჩაქუჩები" ფასმა დააფრთხო
    "ვესტ ჰემი" მაკტომინეის ტრანსფერზე აღარ მუშაობს - "ჩაქუჩები" ფასმა დააფრთხო

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვესტ ჰემმა" დეკლან რაისი დაკარგა, ახლა კი გუნდს მისი შემცვლელი სჭირდება.

    როგორც ცნობილია, ერთ-ერთი კანდიდატი სკოტ მაკტომინეი იყო, თუმცა შოტლანდიელის ლონდონში ტრანსფერი აღარ შედგება.

    The Mirror-ის ცნობით, "იუნაიტედმა" მაკტომინეი 40 მილიონ გირვანქად შეაფასა, "ვესტ ჰემს" კი ასეთი ღირებულება არ მოსწონს.

    "ჩაქუჩებს" არ სურთ სკოტის სანაცვლოდ 40 მილიონის გადახდა, ამიტომაც სხვა ვარიანტებზე გააგრძელებენ მუშაობას.

    თავის მხრივ, მაკტომინეის მეტი სათამაშო დრო სურს, რის გარანტიასაც "იუნაიტედში" ვერ აძლევენ.

    Facebook კომენტარები