• 31-07-2023
    მარადიშვილის მოქალაქეობის ამბავი კვლავ ბუნდოვანია! - რა ბედი ელის კონსტანტინს
    მარადიშვილის მოქალაქეობის ამბავი კვლავ ბუნდოვანია! - რა ბედი ელის კონსტანტინს

    როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინ მარადიშვილი დაჩქარება ვადით საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა. 

    რუსული გამოცემა “ჩემპიონის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარადიშვილი იჯარის წესით ეკატერინბურგის “ურალში” იასპარეზებს. ახალგაზრდა მოთამაშეს “როტორში” გადასვლის შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

    მარადიშვილის მომავალი ამ ეტაპზე კვლავ ბუნდოვანია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალგაზრდა ფეხბურთელი თავის მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

    ცნობისთვის, კონსტანტინ მარადიშვილმა გასულ სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები