

ეროვნული ლიგის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში გორის "დილა" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "ლოკომოტივს" დაუხვდა. შეხვედრაში ანგარიში სტუმარმა გუნდმა, კერძოდ, ირაკლი ჭიაბრიშვილმა 28-ე წუთზე გახსნა, თუმცა პაატა ღუდუშაურმა 39-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მოახერხა. გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 1-1 გავიდნენ.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, მისი გმირი "დილას" 23-ე ნომერი, ვაგნერ გონსალვესი გახლდათ. ბრაზილიელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ამ სეზონში 7 გატანილი ბურთი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ხვიჩა კვარაცხელიასა და ირაკლი სიხარულიძეს წამოეწია, რომელთაც 8-8 გოლი აქვთ. პირველ ადგილზე 10 გოლით ჯოვინო ფლამარიონია. საბოლოო ჯამში შევედრა 4-1 დასრულდა.
გორელები ცხრილში მეოთე ადგილს 29 ქულით იკავებენ და სულ რაღაც 1 ქულა აშორებთ მესამეადგილოსან "სამგურალთან."
სანაკრებო შესვენების დასრულების შემდგომ "დილა" "თელავს" ესტუმრება, ხოლო "ლოკო" "საბურთალოს" მიიღებს.