15-06-2022

3 ვარიანტი - ვინ შეხვდება ბათუმის "დინამოს", თუ "სლოვანის" ბარიერს დაძლევს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ ბათუმის "დინამო" "სლოვანს" დაუპირისპირდება.
წყვილში პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 12 ან 13 ივლისს გველოდება.
იმ შემთხვევაში, თუ ზღვისპირელები სლოვენიური კლუბის ბარიერს დაძლევენ, მათ მომდევნო ეტაპზე 3 სავარაუდო მეტოქე ეყოლებათ:
- ზაგრების "დინამო"
- პოზნანის "ლეხისა" და "ყარაბაღის" გამარჯვებული
- "ტობოლისა" და "ფერენცვაროშის" გამარჯვებული
ჯერჯერობით, მომდევნო ეტაპზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არც თუ ისე მარტივი გასეირნება ელის.
ტეგები:
Facebook კომენტარები