22-06-2022

რომელ გუნდებს აქვთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი ხელფასები

ავტორი
"რა თქმა უნდა, "რუბინის" მსგავსი ხელფასი ვერ შევთავაზეთ, თუმცა ეროვნული ლიგის დონეზე მსგავსი ხელფასი სხვებისთვის უბრალოდ მიუღწეველია. ხვიჩას დიდ თანხას ვუხდით" - ეს სიტყვები ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს ეკუთვნის.
როგორც ირკვევა, ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი ხელფასები სწორედ მოქმედ ჩემპიონებს აქვთ და ეს თანხა 15-20 ათას ლარს აღწევს.
მეორე ადგილს იკავებს ქუთაისის "ტორპედო", რომელიც, მართალია ფორმაში ვერაა, თუმცა მოთამაშეებს ანაზღაურების სახით 10-15 ათას ლარს უხდის.
ცნობისთვის, ხელფასების გაცემის პრობლემა იყო თბილისის "საბურთალოში", თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. მიუხედავად ამისა, მსგავს ვითარებას მრავალ ქართულ გუნდში ვხვდებით.
ტეგები:
Facebook კომენტარები