• 28-08-2023
    დუდა სანაძე: "ტაქტიკურად მზად ვართ დონჩიჩის გასაჩერებლად"
    დუდა სანაძე: "ტაქტიკურად მზად ვართ დონჩიჩის გასაჩერებლად"

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩს სლოვენიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

    აღნიშნული დაპირისპირების წინ, ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ მედიასთან ისაუბრა.

    "ძალიან კარგ და შეთამაშებულ ნაკრებს ვეთამაშებით. სლოვენიას ძალიან მაგარი მსროლელები ჰყავს, ფიზიკურად კარგ კონდიციებში არიან.

    "ჩვენ კმაყოფილები ვართ სავარჯიშო სესიებით, გამოვასწორეთ ჩვენი შეცდომები და სლოვენიასთან თამაშში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება.

    "ტაქტიკურად მზად ვართ დონჩიჩის გასაჩერებლად, მაგრამ არ უნდა გამოგვჩეს სხვა მოთამაშეებიც, რადგან მხოლოდ ერთი კალათბურთელი თამაშს ვერ მოიგებს", - თქვა დუდამ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები