• 24-06-2022
    სიომინი: "ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა, სადაც.."
    სიომინი: "ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა, სადაც.."

    ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ლოკომოტივის" საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი გარემარბის შესახებაც ისაუბრა.


    "ჩემი აზრით, ხვიჩა "ნაპოლის" კარგად მოერგება. პირველ რიგში, მას გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კარგად იცნობს და მეორე, მარცხენა ფლანგზე მათ ლორენცო ინსინიე გაუშვეს, შესაბამისად მისი შემცვლელი ესაჭიროებათ.


    ბუნებრივია, მათ ხვიჩას თამაშებს უყურეს და ის სწორედ ამისთვის შეიძინეს. ადგილი თავისუფალია, ახლა კი ახალგაზრდა, ნიჭიერ კვარაცხელიას ინსინიეს ჩანაცვლება შეუძლია. უნდა დაამტკიცოს, რომ კაპიტნის შეცვლა ძალუძს. მისი მჯერა და მგონია, რომ ამას მოახერხებს კიდეც.


    იტალიურ პრესასთან კარგი ინტერვიუ მქონდა, სადაც ხვიჩას დადებით და უარყოფით მხარეებზე მკითხეს. მანამდე მასთან მოკლე საუბარი მქონდა, სადაც მორალურად მხარი დავუჭირე", - განაცხადა სიომინმა.

    Facebook კომენტარები