• 05-09-2023
    აზპილიკუეტა: "საქართველოსთან მატჩი ფინალივითაა"
    აზპილიკუეტა: "საქართველოსთან მატჩი ფინალივითაა"

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს 8 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელის, რომელშიც გუნდი ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

    "ფურია როხას" ვეტერანმა უკანახაზელმა სეზარ აზპილიკუეტამ "ჯვაროსნებთან" მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

    "ჩვენს მდგომარეობას კარგი არ ეთქმის. ორი მატჩი გვაქვს და ორივე უნდა მოვიგოთ.

    კვარაცხელია ძალიან სწრაფია და სიტუაციის შეცვლაც შეუძლია. იგი ბევრი ძლიერი უნარით გამოირჩევა.

    საქართველო რთული მოწინააღმდეგეა. პარასკევს ჩასატარებელ მატჩს ფინალივით უნდა მივუდგეთ. 100%-ით დახარჯვა გვმართებს," - თქვა სეზარმა.

    შეგახსენებთ, რომ მატჩი "დინამო არენაზე" თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები