• 09-10-2023
    არც კვარა არც ოსიმენი - გარსიას ლიდერთა სიაში ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა
    არც კვარა არც ოსიმენი - გარსიას ლიდერთა სიაში ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა

    ცნობილმა იტალიურმა გამოცემა, "Corriere Dello Sport" აქვეყნებს ინფორმაციას, რომ რუდი გარსიამ "ნაპოლიში" ლიდერთა 7-კაციანი საბჭო შექმნა.

    ამ სიაში მყოფ ხალხს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ურთიერთობის დალაგება და კომუნიკაცია ევალებათ.

    მედიას უკვირს ის ფაქტი, რომ შვიდეულში არც ვიქტორ ოსიმენია და არ ხვიჩა კვარაცხელია. 

    სია ასე გამოიყურება: მარიო რუი, ამირ რაჰმანი, ხუან ჟესუსი, ჯოვანი დი ლორენცო, ფრანკ-ზამბო ანგისა, პიოტრ ჟელინსკი და ალექს მერეტი.

    Facebook კომენტარები