საქართველოს ნაკრებმა ტაილანდის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით, 8:0 მოუგო. "ჯვაროსანთა" ისტორიაში ეს ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული შეხვედრააა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში პოკერით თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, დუბლი ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ლუკა ლოჩოშვილმა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
Sofascore-მა ვილი სანიოლის შეგირდთა თამაში ასეთი ქულებით შეაფასა:
გიორგი ლორია - 7.0
სოლომონ კვირკველია - 6.6
ივა გელაშვილი - 7.1
ლუკა ლოჩოშვილი - 8.1
გიორგი ქოჩორაშვილი - 6.8
საბა ლობჟანიძე - 8.4
გიორგი ჩაკვეტაძე - 9.3
ანზორ მექვაბიშვილი - 7.9
ლევან შენგელია - 7.0
გიორგი მიქაუტაძე - 10
ზურიკო დავითაშვილი - 8.4
ცვლილებაზე შესულნი:
სანდრო ალთუნაშვილი - 7.0
ბუდუ ზივზივაძე - 7.6
გურამ კაშია - 7.2
გაბრიელ სიგუა - 6.8
ხვიჩა კვარაცხელია - 8.1
ირაკლი აზაროვი - 6.9