• 22-10-2023
    რატომ აღნიშნავს კვარა გოლებს ახალ სტილში - DAZN-ის პასუხი
    რატომ აღნიშნავს კვარა გოლებს ახალ სტილში - DAZN-ის პასუხი
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია პრესის ყურადღებას არა მხოლოდ თავისი კარგი თამაშით, არამედ უკვე გოლის ორიგინალური აღნიშვნითაც იქცევს.

    კვარამ მშვილდოსნის აღნიშვნა ჯერ კიდევ კვიპროსის კარში გატანილი გოლის შემდეგ შემოგვთავაზა, შემდეგ კი ეს "ვერონას" წინააღმდეგ შესრულებული დუბლისას გაიმეორა. ამას მოედანზე მცირე დაძაბულობაც კი მოჰყვა.

    22 წლის გარემარბის ასეთი ქმედების მიზეზის გარკვევას DAZN-ი ეცადა.

    "კვარას ახალი სტილი MMA-ს ცნობილი მებრძოლის, ისრაელ ადესანიას საფირმო ჟესტიდან მოდის.

    საქართველოში MMA პოპულარული სპორტია. როგორც ჩანს, ეს სახეობა კვარაცხელიასაც იზიდავს და ამიტომაც მოუნდა ადესანიას აღნიშვნის განმეორება," - წერს ტელეკომპანია სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას მონაგარი 3 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას შეადგენს.


    Facebook კომენტარები