• 23-10-2023
    "უნიონიდან" კვარას ემუქრებიან: "მასზე ძლიერი მეტოქე ხვიჩას არ ეყოლება"
    "უნიონიდან" კვარას ემუქრებიან: "მასზე ძლიერი მეტოქე ხვიჩას არ ეყოლება"
    Author of the article
    Aa

    იტალიურ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი გერმანული "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ ელოდება.

    ბერლინში ჩასატარებელ მატჩამდე იტალიურ მედიას ინტერვიუ "უნიონის" მცველის, დანილო დუხის აგენტმა მისცა. სერაინო დალგლიშის განცხადებებიდან ვიგებთ, რომ მას თავისი კლიენტი ხვიჩა კვარაცხელიასთვის უხერხულ მეტოქედ ესახება. 

    "შეიძლება კვარაცხელიას ამ სეზონში არც შეხვდეს იმაზე ძლიერი მცველი, ვისაც ხვალ დაუპირისპირდება. დანილო ძალიან მოტივირებულია და კვარას რთული ღამე ელის.

    არც ის ფაქტი მახარებს, რომ ოსიმენი ვერ ითამაშებს, რამეთუ დუხის კონკურენცია ძალიან მოსწონს," - თქვა დალგლიშმა.

    შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ლიდერი "რეალია", 6 ქულით. მეორე და მესამე ადგილებს 3-3-ქულიანი "ნაპოლი" და "ბრაგა" იყოფენ, უქულო "უნიონი" კი ფსკერზე განისვენებს.

    მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები