• 05-12-2023
    პრიზზე ხვიჩას გვარი არასწორად დაწერეს - ჟურნალისტის გამოხმაურება
    პრიზზე ხვიჩას გვარი არასწორად დაწერეს - ჟურნალისტის გამოხმაურება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოება (Grand Gala Del Calcio) შედგა, სადაც იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ წარმოდგენილნი.

    თავისი წილი აღიარება ხვდა "ნაპოლის" ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას. 22 წლის შემტევის მიერ "ატალანტას" კარში გატანილი გოლი წლის საუკეთესო გოლად დასახელდა და ხვიჩას შესაბამისი პრიზიც დასახელდა.

    ჯილდოსთვის გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ პრიზზე ფეხბურთელის გვარი შეცდომითაა დაწერილი.

    იტალიურ პრესაში ამ ფაქტს მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი:

    "ქართველი ჩემპიონის, გასული სეზონის საუკეთესო გოლის შემოქმედის, ნამდვილი ვარსკვლავისა და სერია ა-ს აღმოჩენის მიმართ ნამდვილი უპატივცემულობა გამოავლინეს.

    იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოებენ პრიზით, რომელზეც მისი გვარი შეცდომითაა დაწერილი.

    ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ინგლისის პრემიერ ლიგაში რაც შეიძლება მალე გადაბარგდეს."

    შეგახსენებთ, რომ კვარას ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს ხშირად უკავშირებენ. ქართველის გვარი გაჟღერებულა "ჩელსისთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ნიუკასლთან" მიმართებაში.

    Facebook კომენტარები