• 29-02-2024
    სასწაული ციფრები - როგორი სტატისტიკა ჰქონდა კვარას სასუოლოს წინააღმდეგ
    სასწაული ციფრები - როგორი სტატისტიკა ჰქონდა კვარას სასუოლოს წინააღმდეგ
    Author of the article
    Aa

    იტალიური "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში თავისთვის საუკეთესო მატჩი დღეს, "სასუოლოს" წინააღმდეგ ჩაატარა.

    23 წლის შემტევის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

    2 გოლი

    9 დარტყმა

    3 ზუსტი დარტყმა

    1 ასისტი

    5 საკვანძო გადაცემა

    1 შექმნილი საგოლე შანსი

    14 შეხება ბურთთან მოწინააღმდეგის საჯარიმოში

    4 ჩაჭრა

    2 მოგებული ორთაბრძოლა

    10.0 რეიტინგი Whoscored.com-ზე.

    საინტერესოა, რომ კვარა პირველი ფეხბურთელია სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, რომლის კონკრეტულმა პერფომანსმაც Whoscored-ისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

    იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩას 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მომდევნო მატჩი "პარტენოპეის" 3 მარტს, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ელოდება.

    Facebook კომენტარები