• 29-06-2023
    ოფიციალურად: როდის დაუბრუნდება ლისანდრო მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედს"
    ოფიციალურად: როდის დაუბრუნდება ლისანდრო მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედს"

    ლისანდრო მარტინესისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესანიშნავი სადებიუტო სეზონი ტრავმით დასრულდა.

    ცენტრალურ მცველს ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც სეზონის დასკვნითი მონაკვეთი გამოტოვა და გუნდს ვეღარ დაეხმარა.

    არგენტინელი ჟურნალისტის გასტონ ედულის ინფორმაციით, ლიჩა "იუნაიტედს" პრე-სეზონის დაწყებისთანავე შეუერთდება.

    მარტინესის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია, ის ივლისის დასაწყისში სრული დატვირთვის ვარჯიშისთვის უკვე მზად იქნება.

    შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერს" პირველი ამხანაგური მატჩი 12 ივლისს, "ლიდსის" წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები