12-05-2024
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
Author of the article
ამიერიდან, ეროვნული ლიგის მე-6 აგილოსან ფოთის "კოლხეთს", გამოცდილი სპეციალისტი, კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ უკანასკნელმა სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო და ისეთი გუნდების სათავეში მდგარა, როგორებიცაა ქუთაისის "ტორპედო", მარტვილის "მერანი" და თბილისის "დინამო".
2016 წელს კი ჩხეტიანი მშობლიურ ქუთაისი "ტორპედოში" მიიწვიეს, სადაც მისი მეთაურიბით გუნდმა ერთხელ ეროვნული ლიგა, ორჯერ კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.
ცნობისთვის, ჩხეტიანს ფეხბურთელების პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის გარდა უნგრეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში უთამაშია.
ტეგები:
Facebook კომენტარები