• 09-08-2023
    დემჩენკო: "კარგი არ არის, რომ საკუთარ მოედანზე არ ვთამაშობთ"
    დემჩენკო: "კარგი არ არის, რომ საკუთარ მოედანზე არ ვთამაშობთ"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილა" ხვალ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს და "დინამო არენაზე" ნიქოზიის "აპოელს" მიიღებს.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გორელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე დემჩენკომ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

    "ამ შეხვედრისთვის ისევე ვემზადებით, როგორც წინა მატჩებისთვის. გუნდში დადებითი განწყობაა. ყველა ფეხბურთელი მზად არის, მხოლოდ ნიკა გაგნიძე გვაკლია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ტრავმირებულია. 

    "აპოელთან" მატჩამდე თავდაჯერება გვმართებს, მაგრამ არა ზედმეტი. "კლასკვიკის" მაგალითი გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, დაპირისპირებისთვის სრულიად სერიოზულად ვემზადებით.

    გიორგი ქვილითაისა და ლაშა დვალს "აპოელში" სათამაშო წუთები უხვად ეძლევათ. გიორგი ძალიან სახიფათო მოთამაშეა, რომელსაც მარტოსაც შეუძლია ხიფათის შექმნა.

    ჩვენთვის კარგი არ არის, რომ საკუთარ მოედანზე არ ვთამაშობთ. გული მწყდება, რადგან გორში ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გორის სტადიონმა ევროპული ფეხბურთის სტანდარტები დააკმაყოფილოს და მატჩები იქ ჩაატაროს ხოლმე. მიუხედავად ამისა, ხვალ საქართველოში ვითამაშებთ და ერთადერთი ქართული გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობს. ჩვენ ამ ქვეყნის გამო ვთამაშობთ და მჯერა, რომ ფანები როგორც თბილისიდან, ასევე გორიდან მოვლენ," - თქვა დემჩენკომ.

    შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები