• 23-04-2024
    უეფამ ევრო 2024-ის მსაჯთა სია გამოაქვეყნა
    უეფამ ევრო 2024-ის მსაჯთა სია გამოაქვეყნა

    უეფამ იმ მსაჯთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევრო 2024-ის შეხვედრებს გაუძღვებიან.

    ჩემპიონატის მატჩებს 18 ევროპელი მთავარი მსაჯი განსჯის. თითოეულ მატჩზე ორი მთავარი არბიტრი იმსაჯებს, ასევე ორი ასისტენტი, მეოთხე მსაჯი, რეზერვში მყოფი დამხმარე მსაჯი და ასევე 3 პირი VAR-ის ოთახში. 

    მსაჯთა სია ასე გამოიყურება: არტურ სოარეს დიასი (პორტუგალია), ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი), მარკო გუიდა (იტალია), ისტვან კოვაჩი (რუმინეთი), ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი), ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი), დანი მაკელიე (ნიდერლანდები), შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი), ჰალილ ულმუტ მელერი (თურქეთი), გლენ ნაიბერგი (შვედეთი), მაიკლ ოლივერი (ინგლისი), დანიელე ორსატო (იტალია), სანდრო შერერი (შვეიცარია), დანიელ ზიბერტი (გერმანია), ენტონი ტეილორი (ინგლისი), კლემან ტურპენი (საფრანგეთი), სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია), ფელიქს ცვაიერი (გერმანია), ფაკუნდო ტელო (არგენტინა). 

    შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი, რომლის მასპინძელიც გერმანიაა, 14 ივნისს მიუნხენში აიღებს სტარტს და ზუსტად 1 თვის შემდეგ, 14 ივლისს, შედგება ფინალური მატჩი, რომელსაც ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები