• 23-04-2024
    "პსჟ" იამალში 200 მილიონ ევროს იხდის
    "პსჟ" იამალში 200 მილიონ ევროს იხდის
    Author of the article
    Aa

    ფრანგული Le Parisien-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენი" "ბარსელონას" 16 წლის სუპერტალანტის, ლამინ იამალის შეძენაზე ოცნებობს.

    უკვე გადაწყვეტილია, რომ კილიან მბაპე პარიზში უკანასკნელ სეზონს ატარებს. ზაფხულში კლუბს მისი მემკვიდრის მოძებნა დასჭირდება, იამალს კი ისინი საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევენ.

    წყაროს თანახმად, "პსჟ" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემტევის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ჩამოვა.

    მართალია, ამ თანხას "ბარსას" ფინანსური პრობლემების დიდი ნაწილის მომენტალურად მოგვარება შეუძლია, თუმცა ესპანური პრესა გვარწმუნებს, რომ ლამინი გუნდში ხელშეუხებელია.

    კატალონიური გრანდის დატოვების სურვილი არც თავად ახალგაზრდას აქვს.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იამალის მონაგარი 6 გოლსა და 8 ასისტს შეადგენს.

    Facebook კომენტარები