• 20-04-2022
    რა შემთხვევაში შედგება კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი - იტალიელი ჟურნალისტის პასუხი
    რა შემთხვევაში შედგება კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი - იტალიელი ჟურნალისტის პასუხი

    როგორც მოგეხსენება, იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.


    მართალია ეს ინფორმაცია უკვე საკმაოდ გავლენიანმა წყაროებმაც დაადასტურეს, თუმცა ტრანსფერი ოფიციალურად არ შემდგარა, ამიტომაც, არსებობს შანსი, რომ ხვიჩა ნეაპოლურ გრანდში ვერ ვიხილოთ.


    იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოკონდო მარტორელიმ Tuttomercato-ზე "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.


    "გუნდში გასულ სეზონთან შედარებით დიდი ცვლილებები არ იქნება. ყველა გუნდს ფინანსური კრიზისი აქვს, მათ შორის, "ნაპოლისაც".


    რაც შეეხება კვარაცხელიას ტრანსფერს, თუ ჯიუნტოლი ფულის დახარჯვას გადაწყვეტს, ყველაფერი შესაძლებელი იქნება", - განაცხადა მარტორელი.


    იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, ხვიჩას ტრანსფერი ნეაპოლელებს დაახლოებით 8-10 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა