• 28-04-2022
    უცნაური ზედმეტსახელი - რას დაუძახებენ კვარაცხელიას "ნაპოლიში"
    უცნაური ზედმეტსახელი - რას დაუძახებენ კვარაცხელიას "ნაპოლიში"

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტინსმა დაადასტურა, რომ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შედგება.


    რა თქმა უნდა, იტალიური მედია ქართველი გარემარბის კარს მომდგარ ტრანსფერზე უკვე ალაპარაკდა, ამას sport.sky.it-ი და football-italia-ც არ ჩამორჩნენ. გამოცემები წერენ, რომ ლაურენტისმა კვარაცხელიას ზედმეტსახელი მოუგონა, რომელიც "ძიძი" იქნება.


    "შემიძლია, "ჯორჯა" დავარქვა, მაგრამ ეს სახელი მომღერალს ეკუთვნის. დიდი ალბათობით, "ძიძი" იქნება, რადგან ასე უფრო მარტივია. ის ასეთი სახელის მქონე იქნება ყველა ნეაპოლელისთვის", - ციტირებენ გამოცემები ლაურეანტისის სიტყვებს.


    ცნობისთვის, "ნაპოლი" კვარაცხელიასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და, უდიდესი ალბათობით, გუნდის სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდება.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა