• 18-07-2023
    დიდი მოულოდნელობა! - გიორგი მოქაუტაძე “მეცში” რჩება
    დიდი მოულოდნელობა! - გიორგი მოქაუტაძე “მეცში” რჩება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 22 წლის ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ საოცარი სეზონი ჩაატარა.

    22 წლის ფეხბურთელი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

    ქართველ ფეხბურთელზე დიდი სატრანსფერო ომი იყო გაჩაღებული.

    მიქაუტაძის შეძენით ერთბაშად “ლაციო”, “ბარნლი”, “რომა”, “მილანი”, ტურინის “იუვენტუსი”, “ლილი”, “ვულვზი” და სხვა არაერთი გუნდი ინტერესდებოდა.

    ცხადია, “მეცს” გუნდის ლიდერისგან მაქსიმუმ ის მიღება სურდა და მიქაუტაძეს 20 მილიონი ევრო დაადო.

    ფრანგებმა “ბარნლის” მიერ შეთავაზებული 15 მილიონი ევრო დაბლოკეს, რამაც ბრიტანელებს იმედები საბოლოოდ გადაუწურათ.

    Socio-fcmetz-ის ინფორმაციით, “ბარნლიში” ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე “მეცში” დარჩება.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და ამხანაგურ შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა.


    Facebook კომენტარები