• 30-04-2022
    სავარაუდო სასჯელი - რა ბედი შეიძლება ეწიოს "ტორპედოს"
    სავარაუდო სასჯელი - რა ბედი შეიძლება ეწიოს "ტორპედოს"

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ეროვნულ ლიგაში ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც დაუპირისპირდნენ.


    გუნდებს შორის დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ჩხუბი მიმდინარეობდა, რის გამოც მატჩი ვერ დასრულდა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მხარეების სანქცირების საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.


    დიდი ალბათობით, ქუთაისური კლუბი ამ სანქციებიდან ერთ-ერთით დაისჯება:

    1. გუნდს აეკრძალოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩების გამართვა გარკვეული დროით
    2. შეხვედრების ჩატარება უმაყურებლოდ ან ნეიტრალურ სტადიონზე
    3. ფინანსური ჯარიმა, რათა ვერ უზრუნველყო გულშემატკივრების არშეშვება მოედანზე
    4. ინციდენტში მონაწილე პირების დისკვალიფიკაცია და ჯარიმა, როგორც ფეხბურთელების, ისე გულშემატკივრების

    გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემაც დატოვოს.

    Facebook კომენტარები