• 22-07-2023
    ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა!
    ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა!

    45 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა და მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თანახმად, ბუფონი მომდევნო სეზონში აღარ ითამაშებს.

    ჯანლუიჯი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

    ბუფონმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან კარგად დაამახსოვრა თავი.

    45 წლის მეკარე მსოფლიო ჩემპიონი და იტალიის ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებული გახლავთ.

    ცნობისთვის, ბუფონი ბოლოს “პარმაში” ასპარეზობდა, სადაც 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები